სამშობიაროში 22 წლის გოგონა გარდაიცვალა!

2018.03.30 12:54:12
სამშობიაროში 22 წლის გოგონა გარდაიცვალა!

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ გამთენიისას 22 წლის ქალი გარდაიცვალა.

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

ექიმების წინასწარი ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების მიზეზად თრომბი იქცა.

 

ოჯახის ახლობლები მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელობას აკისრებენ.

 

"პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.