რუსთავში მოძრავი ავტობუსიდან ბავშვი გადმოვარდა

2018.03.30 12:14:14
რუსთავში მოძრავი ავტობუსიდან ბავშვი გადმოვარდა

ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს.

 

რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე 15 წლის გოგო ავტობუსიდან გადავარდა და დაზიანებები მიიღო. 

 

სააგენტოს ცნობით, გოგონა სკოლაში საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილი ავტობუსით მიდიოდა. მოზარდმა ავტობუსში ავარიული ღილაკი გამოიყენა, რის შემდეგაც კარი გაიღო და გოგონა მოძრავი ტრანსპორტიდან გადავარდა.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა არასრულწლოვანი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემდგომი გამოკვლევების მიზნით კი გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

 

,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.