სახლის ჭიშკართან მიტოვებული ჩვილი იპოვეს! (დეტალები)

2018.03.25 12:12:05
სახლის ჭიშკართან მიტოვებული ჩვილი იპოვეს! (დეტალები)

ზუგდიდში ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალშობილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან დატოვეს. ჩვილი საპატრულო პოლიციამ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

 

საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ჩვილი გუშინ დღის პირველ ნახევარში შემოიყვანეს. მას დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

"ქუჩიდან მოიყვანეს გაყინული, ჰიპოთერმით, დაბალი ტემპერატურით და ციანოზით. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რის შემდეგაც ახალშობილთა განყოფილებაში მოვათავსეთ. ამჟმად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა ორჟონიამ.

შს სამინისტროში გამოძიება სს კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას ითვალისწინებს, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. უწყებაში ამბობენ, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.