გუდაურში უბედური შემთხვევის შემდეგ ორმა პირმა თანამდებობა დატოვა

2018.03.23 13:05:02
გუდაურში უბედური შემთხვევის შემდეგ ორმა პირმა თანამდებობა დატოვა

გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, ორმა პირმა თანამდებობა დატოვა.

 

გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ქადაგიძემ თანამდებობა დატოვეს.

ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ირაკლი ჭირაქაძემ და კოტე ქადაგიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით თავად მიმართეს.

„მე მომართა ორმა ადამიანმა, რათა შეჩერებულიყო მათი მოვალეობები, ეს არის მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას, ისინი აღნიშნულზე გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას. მათ მომმართეს, რათა შეჩერებოდათ უფლებამოსილება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.