საქართველოში ყვითელი წვიმაა მოსალოდნელი

2018.03.23 12:52:08
საქართველოში ყვითელი წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოში ყვითელი შეფერილობის წვიმაა მოსალოდნელი.

 აღნიშნული მოვლენა დღეს, თბილისშია მოსალოდნელი, თუმცა, საშიშროებას არ წარმოადგენს.

ამის შესახებ „პირველს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისი განმარტებით, ცის ყვითელი შეფერილობა სამხრეთიდან ჰაერის ნაკადით წამოსულ ქვიშას უკავშირდება.