მიკროავტობუსი, რომელსაც მუშები გადაჰყავდა ამობრუნდა

2018.03.23 12:12:51
მიკროავტობუსი, რომელსაც მუშები გადაჰყავდა  ამობრუნდა

კახეთში, მიკროავტობუსი, რომელსაც მუშები გადაჰყავდა ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე, ან უამისოდ.