მოუწევთ, თუ არა მოქალაქეებს სითი პარკის გაუქმების შემდეგ ჯარიმების გადახდა

2018.03.13 12:34:39
მოუწევთ, თუ არა მოქალაქეებს სითი პარკის გაუქმების შემდეგ ჯარიმების გადახდა

ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „სითი პარკს“ 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია ჩაანაცვლებს.

 

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, მოქალაქეებს აქამდე დაკისრებული ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევთ, რადგან ეს ხელშეკრულების გაწყვეტასთან არანაირ კავშირში არ არის.

 

"დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოსახლეობას მაინც მოუწევს, თუ უკანონოდ არ იყო დაწერილი, რასაც სამწუხაროდ ხშირად ჰქონდა ადგილი კომპანიის მხრიდან და ერთ-ერთი მიზეზი ხელშეკრულების გაწყვეტის ესეც იყო“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

ვიცე მერის განმარტებით, ამიერიდან სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და მერია მზად იქნება ამ სფეროში მანამდე დასაქმებულ ადამიანებთან ითანამშრომლოს.

 

"სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით, ცნობილი დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა.