როდის გამოიდარებს?!

2018.03.12 13:11:20
როდის გამოიდარებს?!

12 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 

 

 

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება. 

 

მათივე ინფორმაციით, 13 მარტს, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში შავი ზღვის სამხრეთ - დასავლეთიდან მოსალოდნელია თბილი ჰაერის მასების გავრცელება. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. 

 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

 

აღმოსავლეთ საქართველოზე გავლენას მოახდენს კასპიის ზღვის ჩრდილო - აღმოსავლეთიდან გავრცელებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

 

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.