ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა-ტრაგედიის დეტალები

2018.03.10 15:00:33
ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა-ტრაგედიის დეტალები

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილს ყელის არეში სავარაუდოდ, ძაფი ჰქონდა მოჭერილი.

 

როგორც ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 112-ე, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.