წითელი გრიგალი- ქარი საქართველოში უმაღლეს ნიშნულს გადააჭარბებს!

2018.03.07 11:17:22
წითელი გრიგალი- ქარი საქართველოში უმაღლეს ნიშნულს გადააჭარბებს!

სინოპტიკოსები საქართველოს მოსახლეობას გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ და სახლიდან გამოსვლას არ ურჩევენ.

 

"9 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი. განსაკუთრებით ძლიერი ქარია მოსალოდნელი დედაქალაქში - 9 მარტს დღის ბოლოს და 10 მარტს თბილისში მოსალოდნელია ჩრდილო-დასავლეთის ქარი 20-25 მეტრი წამში, რომელმაც შესაძლებელია წითელი გრიგალის ნიშნულს 33 მეტრ წამს გადააჭარბოს" - ეს ინფორმაცია მოიპოვა სინოპტიკოსებისგან კობა ფარტენაძემ.