ძლიერმა ქარბორბალამ ივანიშვილის მიერ გადასატანად გამზადებული ასწლოვანი ხეები გაანადგურა

2018.03.05 13:02:03
ძლიერმა ქარბორბალამ ივანიშვილის მიერ გადასატანად გამზადებული ასწლოვანი ხეები გაანადგურა

ძლიერმა ქარბორბალამ ბიძინა ივანიშვილის გადასატანად გამზადებული ასწლოვანი ხეები გაანადგურა.

 

გუშინ, გვიან ღამით ამოვარდნილმა ქარბორბალამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გურიაში გადასატანად გამზადებული ასწლოვანი ორი ხე მთლიანად გადატეხა. დაზიანებულია ქოთანი, რომელშიც მცენარე იყო მოთავსებული. რაც შეეხება ტოტებს, იგი უკვე დამუშავებულია, თუმცა სად არის წაღებული, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. მომხდართან დაკავშირებითე არ საუბრობს კომპანიის არც ერთი წარმომადგენელი. დაცვის თანამშრომელმა „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფი უსაფრთხოების მოტივით ადგილზე არ შეუშვა.

 

იხილეთ სრულად: http://www.rustavi2.ge/ka/news/98238