ძლიერი ქარი და ნალექი- ამინდის პროგნოზი

2018.03.05 11:38:03
ძლიერი ქარი და ნალექი- ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი.

 

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია +8, +13 გრადუსის ფარგლებში. 

6 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება. ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.