გია მაისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს (ფოტო)

2018.03.05 11:19:01
გია მაისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს (ფოტო)

ქართველ პოლიტიკოსის ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში დაასვენეს, სადაც 5 და 6 მარტს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

 

მაისაშვილს სიონიდან სამშაბათს 3 საათზე გამოასვენებენ და წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. 

 

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში, 26 თებერვალს გარდაიცვალა.

 

მაისაშვილი რამდენიმე წელი მძიმე სენს ებრძოდა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს. ბოლო წლებში ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.