"ღვთის საჩუქარი"- ბათუმში ქალმა 23-წლიანი ლოდინის შემდეგ, პირველი შვილი გააჩინა

2018.03.04 16:14:05
"ღვთის საჩუქარი"- ბათუმში ქალმა 23-წლიანი ლოდინის შემდეგ, პირველი შვილი გააჩინა

ბათუმში ქალმა, 23 წლიანი ლოდინის შემდეგ, პირველი შვილი გააჩინა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

 

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, იმედიც აღარ გვქონდა, რომ ბავშვი გვეყოლებოდა. შევწყვიტე ექიმთან სიარული. ეს ჩვენთვის ღვთის საჩუქარია"- თქვა ბავშვის დედამ, 42 წლის ლელა დოლიძემ.

 

ახალშობილი, რეზო დიასამიძე 3.10 კგ-ს იწონის და სიმაღლით 50 სმ-ია.