დღეიდან ამინდი გაუარესდება

2018.03.04 16:07:18
დღეიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მარტიდან 6 მარტამდე საქართველოში ნალექიან ამინდს ელოდებიან.

 

მათივე ცნობით, 4 მარტიდან 6 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიანზონაში ქარბუქი, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსამდე მოიმატებს.