გია მაისაშვილის ცხედრის ჩამოსვენების თარიღი ცნობილია

2018.03.04 15:46:51
გია მაისაშვილის ცხედრის ჩამოსვენების თარიღი ცნობილია

გია მაისაშვილის ცხედრის ჩამოსვენების თარიღი ცნობილია.

 

ქართველი ეკონომისტის, პოლიტიკოსის გია მაისაშვილის ცხედარს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ.

 

როგორც გარდაცვლილის ძმამ, ანზორ მაისაშვილმა განაცხადა, გია მაისაშვილის ცხედარს სამშობლოში 5 მარტს, გამთენიისას 04:30 საათზე ჩამოასვენებენ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

 

მაისაშვილს 6 მარტს, კოსტა ხეთაგურის 7 ნომერში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

 

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში, 26 თებერვალს გარდაიცვალა.