ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს

2018.03.03 14:08:17
ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი იყოს.

 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

4 მარტს, სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსამდე მოიმატებს,- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.