ამინდი გაუარესდება!

2018.03.01 11:10:56
ამინდი გაუარესდება!

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

დღეიდან 2 მარტის მეორე ნახევრამდე ამინდის გაურესებაა მოსალოდნელი.

 

კერძოდ, კი მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი.

 

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

თბილისში დღის მეორე ნახევარში და 2 მარტის ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.