როდის გამოიდარებს?

2018.02.27 12:07:14
როდის გამოიდარებს?

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას აკეთებს:

 

დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, თუმცა ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

 

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში +14 +18 გრადუსი, ხოლო მთაში 12+17 გრადუსი იქნება.

 

 

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მოსალოდნელია მცირე წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა ბარში +5+10, მთაში +5+10 გრადუსია მოსალოდნელი. 28 თებერვალს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში +11+16 გრადუსი იქნება.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, 27 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია ნავარუდევი, მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

 

28 თებერვალს კი თბილისში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება