ადგილები, სადაც მოწევა აიკრძალება!

2018.02.26 13:47:22
ადგილები, სადაც მოწევა აიკრძალება!

ადგილების ჩამონათვალი, სადაც 1-ელი მაისიდან სიგარეტის მოწევა იკრძალება:

 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი, 2018 წლის პირველი მაისიდან კიდევ უფრო მკაცრდება, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს მოწევა, იკრძალება შენობა-ნაგებობებში.

 

წესების დამრღვევი დაწესებულება კი, პირველ ეტაპზე 500, ხოლოდ განმეორებით შემთხვევაში კი, 1000 ლარით დაჯარიმდება.

 

კანონის გამკაცრებიდან, ანუ პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევთ: 

 

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი;საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერის);საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში;

 

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

 

ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

 

ამავე კანონის მიხედვით, სიგარეტის მოწევა დასაშვებია:

 

ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას;თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი;წინასწარი დაკავების იზოლატორში;კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში;სამორინეში;აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში;

 

"თამბაქოს შესახებ კანონი" პარლამენტმა მესამე მოსმენით გასულ წელს მიიღო. აღნიშნულ კანონშივე აღნიშნულია, რომ სიგარეტის მოწევა 2020 წლიდან სტადიონზეც აიკრძალება.