რა იყო გია მაისაშვილის უკანასკნელი სურვილი

2018.02.26 11:46:08
რა იყო გია მაისაშვილის უკანასკნელი სურვილი

გია მაისაშვილის მეგობარი მიხეილ ცილიკიშვილი მისი გარდაცვალების შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

 

"გიო აღარ გვყავს... დიდი მამულისშვილი დაკარგა საქართველომ. ვერ შევუსრულეთ ბოლო წადილი, სამშობლოში დაელია სული. აცხონოს უფალმა მისი ქართული, ნაღდი სული..."

 

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს, ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ, მაისაშვილმა ვერაგი დაავადება დაამარცხა, თუმცა, შედეგი ხანმოკლე აღმოჩნდა.