ბაბუმა ახალშობილი შვილიშვილის გამო თავი მოიკლა

2018.02.14 13:37:36
ბაბუმა ახალშობილი შვილიშვილის გამო თავი მოიკლა

ბაბუმა ახალშობილი შვილიშვილის გამო თავი მოიკლა!

 

ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.

 

შედეგად, 7 თვის ბავშვი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მომხდარის გამო მძღოლმა, რომელიც ბავშვის ბაბუა იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება 267-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. სუიციდის ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.