წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცი დაჭრეს

2018.02.14 12:53:44
წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცი ჩაცხრილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი დაკავებული ჯერ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. "რუსთავი 2"-ის ცნობით, თავდამსხმელი მამაკაცისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რასაც სროლა მოჰყვა.