კურორტი გოდერძისკენ გადაადგილება შეუძლებელია

2018.02.14 11:50:59
კურორტი გოდერძისკენ გადაადგილება შეუძლებელია

მეწყერი ჩამოწვა ხულო -ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.

სოფელ დიოკნისთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ გზა მთლიანად ჩაკეტა, რის გამოც ხულოს შვიდი სოფელი და კურორტი გოდერძი გარესამყაროს მოწყდა. ადგილზე უკვე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. “სპეციალური ტექნიკა დილიდან მუშაობს, ველოდებით გეოლოგებსაც. გზის ნაწილი მთლიანად ჩამოშლილია, დაზიანებული მონაკვეთის პარალელურად ვაპირებთ შემოვლითი გზის გაწმენდასაც, რათა დღის მეორე ნახევრისთვის მოძრაობა აღდგეს ორხიდიანი მანქანებით მაინც. თუ განსაკუთრებულ გეოლოგიურ პრობლემასთან არ გ აქვს საქმე, ვფიქრობ, დღის განმავლობაში შევძლებთ გზის გაწმენდას”, – განაცხადა ხულოს მერმა გოჩა მელაძემ. მეწყრული პროცესები ხულოში რამდენიმედღიანმა წვიმამ გამოიწვია.