იანვარში ტურისტთა რაოდენობა 14,8%-ით გაიზარდა

2018.02.13 13:05:32
იანვარში ტურისტთა რაოდენობა 14,8%-ით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იანვრის თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა

 

 

რომლის თანახმადაც, 2018 წლის იანვარში საქართველოს 444,421 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 14,8%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 

ქვეყნების მიხედვით, შემოსულ ტურისტთა რაოდენობით პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს, მას მოჰყვება სომხეთი, რუსეთი და ირანი. 

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ყველაზე მეტი ტურისტი ჩეხეთიდან დაფიქსირდა. 

საერთაშორისო შემოსვლებით ტოპ 10 ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება : აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, ირანი, უკრაინა, ინდოეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ფილიპინები. 

ათეულს გარეთ აღმოჩნდა აშშ.