"შესაძლოა, მკვლელობა 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს"

2018.02.12 11:36:23
"შესაძლოა, მკვლელობა 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს"

„ეს იყო დაახლოებით, 15 წლის წინანდელი ამბავი“

 

შეიარღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის ძმის, თემურ გუგეშაშვილის განცხადებით, მისი დისშვილის მკვლელობა შესაძლოა 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ წლების წინ მომხდარი ინციდენტი არა ნოდარ გუგეშაშვილს, არამედ მის მეგობარს უკავშირდება.

 

„ახლობლებმა გაიხსენეს, რომ თითქოს იყო, არა მასთან დაკავშირებული, არამედ მის მეგობართან დაკავშირებული მცირე ინციდენტი, ოღონდ ფიზიკური დაზიანებებისა და რაიმე გართულებების გარეშე. ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინანდელი ამბავი“,-განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დოდო გუგეშაშვილმა თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, მისი ძმა ამ ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.

 

„არც არის იმაზე საუბარი, რომ დოდოს ესროლა. ისე, დოდოს რომ ესროლა, ის ვეღარ გაისვრიდა მერე“,-განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.