ზუგდიდში ხეებს ჭრიან!

2018.02.11 12:41:14
ზუგდიდში ხეებს ჭრიან!

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, სადაც რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს, რამდენიმე ხე მოჭრეს.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოჭრილი ხეები დაზიანებული იყო და მათი მოჭრა სატენდერო დოკუმენტაციით იყო გათვალისწინებული.

 

„დაგეგმილი იყო დაზიანებული და გადაბერებული ხეების მოჭრა, გარდა ამისა ცოცხალ ზეებზე დაზიანებული ხმელი ტოტების მოჭრა. სულ 17 ხე მოიჭრება, რომელთა დაცვლად ახლებს დარგავენ. ამ საკითხებზე სპეციალური კომისია მუშაობს, რომლის შემადგენლობაში დენდროლოგებიც შედიან“, - ამბობენ მერიის პრესსამსახურში.

 

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარის რეკონსტრუქცია გასული წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 789 970.49 ლარია, შპს „გრინსერვისი“ ახორციელებს.