ქარბუქი, წვიმა, თოვლი- ამინდი გაუარესდება

2018.02.11 12:26:49
ქარბუქი, წვიმა, თოვლი- ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება.

 

"11 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, 12 თებერვალს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი, 11 თებერვალს აღმოსავლეთის, ხოლო 12 თებერვალს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მატება, მაღალმთიან ზონაში ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.