უკრაინული პოლიცია 2 რუსთაველ ახალგაზრდას ეძებს

2018.02.10 21:51:15
უკრაინული პოლიცია 2 რუსთაველ ახალგაზრდას ეძებს

უკრაინის ლვოვის ოლქის პოლიციიის დეპარტამენტი ორ რუსთაველს ეძებს. 

 

 

ინფორმაცია ძებნილების შესახებ პოლიციის ფეისბუქ გვერდზე 7 თებერვალს გამოქვეყნდა. 

განცხადების თანახმად, უკრაინის პოლიცია 1998 წელს დაბადებულ გ.ჯ.-სა და 1996 წელს დაბადებულ ი.დ.-ს ეძებს. 

 

საქართველოს მოქალაქეებს ბრალი ქურდობის მუხლით აქვთ წარდგენილი.

 

წყარო: inforustavi.ge