უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2018.02.09 12:21:52
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

 

დასავლეთ საქართველოში 11 თებერვლის ჩათვლით ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

 

დასავლეთ საქართველოს დაბლობში 11 თებერვლის ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +13, +18 გრადუსს შორის იმერყევებს.

 

აღმოსავლეთ საქართველოში 11 თებერვლის ჩათვლით უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ნისლიც.

 

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში +8,+13 გრადუსი იქნება. ღამის საათებში ყინვა მოსალოდნელი არ არის.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს და ხვალ უმეტესად ღრუბლინი ამინდი, ნისლია მოსალოდნელი, შესაძლებელია მცირე წვიმაც. დღეს და ხვალ თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +9 +11 გრადუსი იქნება.

 

10-11 თებერვალს შესაძლებელია თბილისში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გარდუსით გაიზარდოს და +12 +13 გრადუსი იყოს.