ავარია ხონში! 15 წლის გოგონამ მხედველობა დაკარგა

2018.02.06 10:59:55
ავარია ხონში! 15 წლის გოგონამ მხედველობა დაკარგა

გოგონამ, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მანქანით დაეჯახა, მხედველობა დაკარგა.

 

15 წლის გოგონამ, რომელსაც ხონში ორი დღის წინ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

 

გარდა ამისა, მოზარდს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონა ქუთაისში კლინიკურ საავამდყოფოში მოათავსეს. თუმცა, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, შესაძლოა, ის ხვალ თბილისში გადაიყვანონ.

 

თვითმხილველების თქმით, გოგონა დედასთან ერთად ავტომობილით სახლში მიდიოდა. შუქნიშანზე მდგომ დედა-შვილის ავტომობილს დიდი სიჩქარით მოძრავი სამხედრო პიკაპი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, პიკაპის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

„რაც შეეხება არაფხიზელ მდგომარეობას, დანიშნულია ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება სამხედრო პირს ან ავტომობილს, არც ავტომანქანა იყო სამხედრო და არც პირი,“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.