წვიმა და თოვლი- ამინდი გაუარესდება

2018.02.05 14:23:28
წვიმა და თოვლი- ამინდი გაუარესდება

გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტო განცხადებას ავრცელებს!

 

დასავლეთ საქართველოში დღეს უმეტეს რაიონში და ხვალ ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი - თოვლი.

 

თუმცა, დასავლეთ საქართველოში, ხვალიდან შედარებით გამოიდარებს და 7 თებერვლის ჩათვლით დაბლობში მაქსიმალური ტემპერატურა +10,+15 გრადუსი, მთაში კი +3,+8 გრადუსი იქნება.

 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღეს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება. არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა 7 თებერვლამდე +9,+14 გრადუსი, მთაში კი +3,+8 იქნება.

 

თბილისში დღის მეორე ნახევარში დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს. 7 თებერვლამდე კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +12, +13 გრადუსს შორის იმერყევებს.