130-მდე მშვიდობისმყოფელი ქართველი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

2018.02.05 12:52:17
130-მდე მშვიდობისმყოფელი ქართველი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

130-მდე მშვიდობისმყოფელს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსეფ ნოლტე დახვდათ. მათ ქართველ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულცოესდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კაპიტან შალვა მეგრელიშვილის მეთაურობით, მაზარ-ი-შარიფში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება წარმოადგენდა.