რუსთავში დაჭრილ ახალგაზრდას ორგანოები ამოაჭრეს

2018.02.05 11:29:07
რუსთავში დაჭრილ ახალგაზრდას ორგანოები ამოაჭრეს

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 

 

inforustavi.ge გავრცელებული ინფორმაციით 22 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგომ დაჭრა.

 

მამაკაცი ღამის 3 საათზე სისხლდენით ერთ-ერთ ღამის სუპერმარკეტში შევიდა და დახმარება ითხოვა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. დაჭრილი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა და რამდენიმე ორგანო ამოაჭრეს. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომაერეობა სტაბილურია. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.