17 წლის ნიკოლოზის გასაოცარმა ხელნაწერებმა საზოგადოება აღაფრთოვანა

2018.02.01 14:15:07
17 წლის ნიკოლოზის გასაოცარმა ხელნაწერებმა საზოგადოება აღაფრთოვანა

ნიკა ღუნაშვილის მიერ შექმნილი ხელნაწერები თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ ხელოვნების ნიმუშებად. 

 

ბიჭუნა 17 წლისაა და როგორც თვითონ აღნიშნავს კალიგრაფიით პირველად რვა წლის ასაკში დაინტერესებულა.

 

"ალიგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხელნაწერებს თითქმის ყოველ კვირას ვქმნი. მსოფლიოში არაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც სამი სახის დამწერლობა აქვს, თან სამივე ასეთი დახვეწილი და ლამაზი. სწორედ ამიტომ ქართულ კალიგრაფიასა და დამწერლობას სათანადო მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. ვამაყობ, რომ ვარ იმ ქვეყნის შვილი, რომელსაც ასეთი დიდი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია."