ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა

2018.02.01 13:23:58
ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა

იხილეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვლის ჩათვლით საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა და დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში 10-15, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში 7-12 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

 

"5 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი და დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში გაძლიერდება. შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიდარებს, დღის ტემპერატურა კი მოიმატებს, მაგრამ 2 თებერვალს ღამით მთელ საქართველოში ყინვა მოიმატებს,

 

დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგან მოსალოდნელია -5-0 გრადუსი, შიდა ქართლში დაახლოებით -5-დან -10 გრადუს ყინვამდე, კახეთის რეგიონში -5-0, ხოლო თბილისში -1-დან -3 გრადუსამდე", - განმარტავს სინოპტიკოსი.

 

3 თებერვლიდან ღამით საქართველოში ყინვა შესუსტდება, 6 თებერვლიდან კი შედარებით გამოიდარებს.