მაღალმთიანი აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

2018.02.01 12:46:27
მაღალმთიანი აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

მაღალმთიანი აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.

 

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა მაღალმთიან აჭარაში. სასწავლო პროცესი 50 სკოლასა (ხულო-33, შუახევი-17) და საბავშვო ბაღებში შეწყდა. 

 

ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენლი 2 ათასამდე აბონენტი. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: დიდაჭარა, ღორჯუმი, აგარა, ხიხაძირი და ვაშლოვანი.

 

მისივე თქმით, თოვლის საფარი დაბაში 70 სანტიმეტრს, სოფლებში კი ერთ მეტრს აჭარბებს, რის გამოც გზებზე გადაადგილება ყველა მიმართულებით გართულებულია.