ცვლილებები პატიმრების შეწყალების წესში

2018.02.01 12:35:50
ცვლილებები პატიმრების შეწყალების წესში

პრეზიდენტის ინიციატივით პატიმრების შეწყალების წესში ცვლილებები შედის.

 

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეწყალების წესი უფრო ჰუმანური ხდება და მასში ცვლილებები შედის. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ თქვა. კერძოდ ცვლილება შეეხება ნარკოტიკული და სამოხელეო/ეკონომიკური დანაშაულებისთვის გასამართლებულ პირებს.

 

"შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა - ტრანზიტისა.

 

შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით და მათ სასჯელი დაეკისრათ ,,ნარკოტრიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე", - თქვა ზვიად ქორიძემ.

 

ქორიძის განმარტებით, ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ.