დღეიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდება

2018.02.01 12:31:09
დღეიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდება

შესაბამის ბრძანებაზე განათლების მინისტრს ხელი უკვე მოწერილი აქვს.

 

1 თებერვლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასი იზრდება. წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000 ლარს მიიღებს.

 

დღეის მდგომარეობით, წამყვანი მასწავლებლის დანამატი 250 ლარი იყო, მენტორის კი 300 ლარი.