მამამ წამალი დაალევინა და რამდენიმე წუთში დაიღუპა- დეტალები 14 წლის მარიამის გარდაცვალებაზე

2018.01.31 01:06:28
მამამ წამალი დაალევინა და რამდენიმე წუთში დაიღუპა- დეტალები 14 წლის მარიამის გარდაცვალებაზე

ბაღდათის სოფელ როხში ტრაგედია დატრიალდა -14 წლის მარიამ სამხარაძე მოულოდნელად მამას ჩააკვდა ხელში.

 

გუშინ ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონიათ, პედაგოგი იხსენებს, რომ ბავშვი თავს მშვენივრად გრძნობდა, არ უთქვამს, რომ თავს ცუდად გრძნობდა.

 

დღეს დილით გაუღვიძია და მამისთვის უთქვამს, მუცელი ძალიან მტკივაო, შინ მხოლოდ ერთი აბი ნო-შპა ჰქონიათ – მამას ის დაულევინებია, მაგრამ ტკივილი არ შემსუბუქებია და რამდენიმე წუთში გარდაცვლილა. გარდაცვლილის სხეული ამჟამად ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, რათა დადგინდეს უეცარი სიკვდილის მიზეზი.