ელიავასთან ავტომანქანები დაიწვა!

2018.01.30 14:28:26
ელიავასთან ავტომანქანები დაიწვა!

ელიავას ბაზრობასთან, გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანები დაიწვა. 

 

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლი 4 მანქანას გაუჩნდა. 

 

მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

 

უწყების ცნობით, ცეცხლი 200 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, არსებული ინფორმაციით, გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანების საწყობში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.