"ვიქნებით ძალიან მკაცრები! დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან!"

2018.01.30 12:25:35
"ვიქნებით ძალიან მკაცრები! დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან!"

თბილისის მერი კახი კალაძე ვარკეთილის მეტროში, სადაც ჭერი ჩამოიშალა და 11 ადამიანი დაშავდა ადგილზე იმყოფებოდა.

 

"საბედნიეროდ მსხვერპლი არა არის. დაშვებულია 11 ადამიანი, მოხდა ჭერის ჩამონგრევა და ყველა გადაყვანილი არიან ჰოსპიტალებში. ველოდებით ექსპერტ-კრიმინალისტებს, რომლებიც შეიწავლიან რეალურად რა მოხდა. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი და მე ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, განსაკუთერბული ყურადღება დაეთმობა მშნებლობას და ვიქნებით ძალიან მკაცრები და დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან," - განაცხადა კახი კალაძემ.