ქუთათელაძის სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი (ფოტო)

2018.01.29 13:45:13
ქუთათელაძის სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი (ფოტო)

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობიდან ორი კვირა გავიდა. ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცავებმა რამდენჯერმე დაკითხეს.

 

როგორც ე.წ. სტამბულის ბაზრის მოქმედი დირექტორი. მამუკა ცხოვრებაძე. ასევე ყოფილი მეწილე. გიორგი ჭანტურია. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ის არის ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც სამსონ ქუთათელაძე ცოცხალი ნახა. თავად ჭანტურია კი ამტკიცებს, რომ, როდესაც მკვლელობის დღეს ის გენერალთან კაბინეტში შევიდა, იქ ვიღაც უცხო მამაკაცი დახვდა, რომელიც ჭანტურიას წასვლის შემდეგაც ოთახში დარჩა.

 

 

შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ისიც ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყოს. პოსტ სკრიპტუმმა, ჭანტურიას აღწერის მიხედვით, ამ ადამიანის ფოტორობოტი შექმნა. რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, ის გამოძიებას გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, მინიმუმ, 40 საათი დაკავებული ჰყავდა. რამდენჯერმე გაჩხრიკეს მისი ბინა და ავტომობილი. ბინაში ვაზნებიც იპოვნეს. ასევე სამართალდამცავები მის სახლთან ახლოს მდინარეში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ რაღაცას - სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღს და მკვლელის ტანსაცმელს. ერთ-ერთი ვერსიით, ჭანტურიას გენერალთან უთანხმოება ჰქონდა. თუმცა, თავად ამას უარყოფს.