პატრიარქის პირადი ექიმი განცხადებას ავრცელებს

2018.01.29 13:13:34
პატრიარქის პირადი ექიმი განცხადებას ავრცელებს

როგორ არის საქართველოს პატრიარქი?

 

ილია მეორის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა, რომ პატრიარქს ტემპერატურა არ აქვს და მედიკამენტების მიღებას არ საჭიროებს.

 

"დილით უკვე ტემპერატურაც აღარ ჰქონდა. მედიკამენტების მიღებას არ საჭიროებს, თავს უკეთ გრძნობს და რეაბილიტაციის მიზნით სახლში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება",- განაცხადა ექიმმა.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გუშინ ვერ დაესწრო.

 

ამასთან, ილია მეორე 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიაზეც ვერ მივიდა.