უბედური შემთხვევა ზუგდიდის საცხოვრებელ სახლში!

2018.01.29 11:35:24
უბედური შემთხვევა ზუგდიდის საცხოვრებელ სახლში!

უბედური შემთხვევა ზუგდიდის საცხოვრებელ სახლში!

 

დადიანის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელში 82 წლის ქალბატონი, კვამლისგან გაიგუდა. მეზობლების ინფორმაციით, ქალბატონი სიგარეტს ეწეოდა, რა დროსაც, საბანს ცეცხლი გაუჩნდა და დაკვამლიანება გამოიწვია.

,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ის მეზობელმა ნახა, რომელიც ხშირად აკითხავდა ხოლმე, რადგან მოხუცი ავადმყოფონდა და ლოგინად იყო. ამჯერად, მან კვამლი შენიშნა და რომ შევიდა მოხუცი გარდაცვლილი დახვდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

 

ქალბატონს მარჯვენა მხარის კიდურები და მკერდი არე აქვს დამწვარი.