უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2018.01.29 11:25:08
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

29 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.

 

 

დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონში +5, +10 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 0,+5 გრადუსია მოსალოდნელი.

 

თბილისში, დღეს საღამოს ჰაერის ტემპერატურა 0-დან +1 გრადუს შორის იმერყევებს, ხვალ კი, +5, +7 გრადუსია მოსალოდნელი. შესაძლებელია მცირე თოვა.

 

არამდგრადი ამინდი შემდეგ დღეებშიც ნარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურის როგორც მინიმალურის ასევე მაქსიმალურის დიდი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

 

30-31 იანვარს დღის საათებში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება.