"უდედოდ გაზრდილებს მამამ უნდა დააყაროს მიწა!"

2018.01.29 00:00:22
"უდედოდ გაზრდილებს მამამ უნდა დააყაროს მიწა!"

რიკოთის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

 

გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა და-ძმა როლანდ და მზიკო ქანთარიები, ასევე როლანდ ქანთარიას მეუღლე ვიკა ლეჟავა, მათი მცირეწლოვანი გოგონა ბარბარე და მათი ნათესავები, დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩანძეები. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ნაბაკევიდან იყვნენ, და-ძმა ქანთარიები თბილისში დაიბანდნენ და უდედოდ გაიზარდნენ.

 

 

როგორც გარდაცვლილი ქანთარიების ნათესავი, მარია ფარფალია წერს, ქანთარიების ოჯახის რძალი, ორსულად იყო და კიდევ ერთი შვილი სახლში ჰყავდათ დატოვებული.

 

 

მისივე ინფორმაციით, ავარიისას მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრი, გარდაცვლილი და-ძმის მამა გადარჩა.

 

 

"მამიდაშვილის ოჯახი ავარიაში მოყვა. არცერთი გადარჩა, 23 წლის ბიჭი, მისი ცოლი და წლინახევრის პატარა, და 19 წლის და... ვაი მასეთ გადარჩენას, უდედოდ გაზარდა და ახლა მამამ უნდა დააყაროს მიწა. ღმერთო რა უსამართლობაა. თქვენ მოგიკვდით მე, ეს არ მესმის" - წერს ნათესავი.