სკანდალური დასკვნა! დღეში 1 ღერი სიგარეტიც კი გულის შეტევას იწვევს

2018.01.28 21:27:20
სკანდალური დასკვნა! დღეში 1 ღერი სიგარეტიც კი გულის შეტევას იწვევს

ასეთი დასკვნა გამოიტანეს ბრიტანელმა მეცნიერებმა, რომელთა კვლევას ჟურნალი BMJ აქვეყნებს.

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად, მწეველებმა თამბაქოზე უარი მთიანად უნდა თქვან და არ შემოიფარგლონ მხოლოდ სიგარეტის რაოდენობის შემცირებით.  

 

ადამიანები, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთ სიგარეტს ეწევიან, გულის პრობლემის გაჩენის მაინც 50%-იანი შანსი აქვთ და 30%-ით ზრდიან ინსულტის რისკს. მეცნიერების თქმით, ასეთი ტიპის დაავადებებისთვის "არ არსებობს უსაფრთხო დოზა". 

 

მეცნიერების ანალიზმა აჩვენა, რომ 100 ადამიანს შორის, რომელიც დღეში 20 ცალ სიგარეტს ეწეოდა, გულის შეტევა საშუალოდ შვიდს დაუფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შემდგომ სწრაფად შეწყვიტეს ბევრი მოწევა და დღეში 1 ცალი სიგარეტით შემოიფარგლეს, ამან მაინც გამოიწვია გულის შეტევა 100-დან 3 ადამიანის შემთხვევაში.