ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება- ამინდის პროგნოზი

2018.01.28 20:57:28
ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება- ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:

 

30 და 31 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მთაში კი ითოვებს. თოვლია მოსალოდენლი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის დავით ლოლაძის თქმით, 29 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში 5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთში კი 0-5 გრადუსი.

 

„29, 30 და 31 იანვარს საქართველოში ტემპერატურა შედარებით კლებულობს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში და აღმოსავლეთ საქართელოს ზოგიერთ რაიონში იქნება ნალექი. დასალეთ საქართველოში უმეტესად წვიმის სახით, მთაში ითოვებს. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი უმეტესად თოვლის სახით მოვა. 29 იანვარს ნისლი და მცირე თოვლია ნავარაუები თბილისშიც. იქროლებს ჩრდილო- დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა 4 გრადუსია”- განაცხადა დავით ლოლაძემ.