ძლიერი ქარი და შტორმი- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

2018.01.24 11:20:22
ძლიერი ქარი და შტორმი- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ამინდი გაუარესდება.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვარს დღის მეორე ნახევდრიდან 25 იანვრის დღის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (უმეტესად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში), დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი.

 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 იანვრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 28 იანვრამდე  ნისლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.